blog_nenskra

- 2015 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ზემო სვანეთში, 280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განხორციელების თაობაზე.
ხელშეკრულება სრულად კონფიდენციალური იყო 2017 წლის ნოემბრამდე.
- 2017 წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდოი გახდა ხელშეკრულების ნაწილი (ზოგადი დებულებები).
ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ისეთ საკვანძო საკითხებს ეხება, როგორიცაა, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, გარანტიები და ელექტროენერგიის ფასი – კვლავ კონფიდენციალურია.
- ხელშეკრულების ამ კონფიდენციალურ ნაწილს ეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიში.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების და ამ ვალდებულებებით გამოწვეული რისკების გამო, ნენსკრა ჰესის პროექტს უნიკალურად თვლის. იხილეთ ვრცლად