baneri_GA

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე
დამკვირვებელთა ქსელისა (CEE Bankwatch Network)
და მისი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების:
“ეკო-სვესტის” (მაკედონია), ასოციაცია “მწვანე ალტერნატივისა” (საქართველო)
და 
“ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრების“ (ხორვატია)

ერთობლივი პრესრელიზი

16 იანვარი, 2014

ფარავანი ჰესის პროექტში, ისევე, როგორც მაკედონიასა და ხორვატიაში დაგეგმილ ჰიდროპროექტებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შიდა გამოძიებამ გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დარღვევები  დაადასტურა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ერგბ) ისე გამოყო დაფინანსება ჰიდროელექტროსადგურების სამი პროექტის განსახორციელებლად მაკედონიაში, ხორვატიასა და საქართველოში, რომ ამ პროექტების სრულფასოვანი შეფასება არ ჩაუტარებია“ – ნათქვამია ბანკის შიდა გამოძიების დასკვნაში.  გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც CEE Bankwatch Network-ის წევრმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ოფიციალური საჩივრებით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებენ ბანკს,  რომ მის მიერ პროექტების არასრულფასოვანი შეფასება უკვე სამწუხარო ტენდენციად იქცა, რაც ბანკირების ზედმეტი თავდაჯერებულობის მაჩვენებელია. ბანკი რატომღაც თვლის, რომ გარემოსადმი მიყენებული ნებისმიერი ზიანი „მართვადია“. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომა, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება, უბრალოდ, არ შეიძლება. იხილეთ ვრცლად