abra GA

ბატონ ჯეიმს ვულფენსონს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი 
ბატონ ფილიპ მაიშტადტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი

ბატონ ჟან ლემიერს,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი

ბატონ ჯონ ე. რობინსონს,აშშ-ს ექსპოტრ-იმპორტ ბანკის პრეზიდენტი

ბატონ პეტერ ს. ვატსონს, ოპეკი (საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაცია); პრეზიდენტი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

ბატონ კუოსუკო შინოზავა, იაპონიის საერთაშორისო განვითარების ბანკი, მმართველი

ასლები:

ბატონ პეტერ ვოიცკეს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
ბატონ მოტომიში იკავას, მრავალმხრივი ინვესტიციების სააგენტო
ყველა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოებს.
 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ექსპორტ-კრედიტ სააგენტოების მონაწილეობა

ძვირფასო ბატონებო,

წინამდებარე წერილი დაკავშირებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო ნავთონსადენის პროექტის (ბჯთ) შესაძლო დაფინანსებასთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ (სახელდობრ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია – სფკ, მრავალმხრივი ინვესტიციების სააგენტო – მის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – ერგბ, ევროპის საინვესტიციო ბანკი – ესბ და აშშ-ს ექსიმბანკი და ოპიკი, იაპონიის საერთაშორისო განვითარების ბანკი). ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენმა ინსტიტუტებმა კრედიტის დამტკიცებამდე, პროექტის შეფასების ადრეულ სტადიაზევე, დააყენონ მთელი რიგი პირობები. 

ჩვენ, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ვაწარმოებთ როგორც ბჯთ-ს, აგრეთვე ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების მონიტორინგს კასპიის ზღვის რეგიონში. ჩვენი კვლევებიდან ნათელია, რომ კონსორციუმში გაერთიანებული კომპანიები საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ მხოლოდ პროექტის ღირებულების 30%-ს, ხოლო დანარჩენი თანხა – პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი – უნდა დაიფაროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. უფრო მეტიც, ბჯთ-ს სპონსორთა ჯგუფის ლიდერის ბრითიშ პეტროლიუმის გენერალური დირექტორის ჯონ ბრაუნის განცხადებით, ბჯთ-ს პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია მანამდე, სანამ "თავისუფალი საზოგადოებრივი ფული" არ იქნება შეთავაზებული მთავრობების მიერ. ჩვენი შეფასებით, ბრითიშ პეტროლიუმი ცდილობს მოიძიოს რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის ასეთი "თავისუფალი საზოგადოებრივი ფული" ერგბ-ს, ესბ-სა და მსოფლიო ბანკის ჯგუფებიდან და ექსპორტ-კრედიტ სააგენტოებიდან.

თუმცა ბჯთ-ს სპონსორთა ჯგუფს ჯერ კიდევ არ შეუტანია ფორმალურად საპროექტო წინადადება ამ ინსტიტუტებში, ჩვენ ვიცით, რომ ბრითიშ პეტროლიუმი აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შტატთან და ამ წლის ბოლოსათვის საპროექტო წინადადება ოფიციალურად იქნება შეტანილი. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ბატონმა ვოიცკემ (სფკ) 2002 წლის 19 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროექტის შესაძლო ზემოქმედების წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია რეგიონში სფკ-ს სამი ექსპერტის მიერ.


როგორც მოგეხსენებათ, ბჯთ-ს ნავთობსადები არის მხოლოდ ნაწილი ფართო რეგიონალური ნავთობისა და გაზის განვითარების პროგრამისა, რაც მოიცავს პარალელურად ბაქო-თბილისი-ერეზუმის გაზის მილსადენის მშენებლობას იმავე ენერგო კორიდორში; ნავთობისა და გაზის ოფშორული საბადოების განვითარებას კასპიის რეგიონში;ახალი ტერმინალების მშენებლობას კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებში.ჩვენი აზრით, ბჯთ-ს ზეგავლენა არ შეიძლება შეფასებული იქნას ამ პროექტებისაგან განყენებულად.


ჩვენ გვწამს, რომ რეგიონში ამჟამად მიმდინარე ნავთობისა და გაზის განვითარების ხანგრძლივ დროიანი სარგებელი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ წერილით, ჩვენ ვცდილობთ გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება რეგიონში მიმდინარე ნავთობისა და გაზის სექტორის პროექტებისა და კონკრეტულად ბჯთ-ს ნავთობსადენის სოციალური, განვითარების, ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ზეგავლენის შესახებ. ყოველივე ეს შეჯამებული სახით წარმოდგენილია ქვემოთ და განვრცობილია თანდართულ მემორანდუმში. ეს მოიცავს: 

• ისეთი ძირითადი დოკუმენტების, როგორიცაა შესაბამისი პროდუქციის განაწილების და სატრანზიტო შეთანხმებების და ბჯთ-ს მაკროეკონომიკური ზეგავლენის შეფასების მთელი რიგი კვლევების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრობლემა; 
• რეგიონში არსებული ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლების არათანაბარი განაწილების პრობლემა; 
• გადასახლების სამოქმედო გეგმის მომზადების უზრუნველყოფის მარცხი, მიუხედავად ბრითიშ პეტროლიუმის მიერ იმ ფაქტოს აღიარებისა, რომ საქართველოში ზოგიერთი მოსახლე დაჯარგავს თავის საცხოვრებელს ბჯთ-ს განხორციელებისას; 
• მარცხი მომზადებულიყო ყოვლისმომცველი შეფასება ბჯთ-ს პროექტის ზეგავლენის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებზე ნავთობსადენის გასწვრივ; 
• აზერბაიჯანის ნავთობის ფონდის დამოუკიდებელი და ეფექტური ზედამხედველობის არ არსებობა; 
• კორუფციის პრობლემა რეგიონში; 
• პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ნავთობსადენის კორიდორის მილიტარიზაციას და ბჯთ-ს პროექტის პოტენციალურ საფრთხეს – ხელი შეუწყოს კონფლიქტის გაღვივებას რეგიონში; და 
• მარცხი შეფასებული ყოფილიყო ბჯთ-ს ნავთობსადენის ხანგრძლივ დროიანი ზემოქმედება კლიმატის ცვლილებაზე. 

ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ – როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, რათა ხელი შეუწყოთ პროექტთან დაკავშირებული ყველ წილობრივი პროდუქციის განაწილებასა და სატრანზიტო გადასახადების შეთანხმების გამოქვეყნებას სამივე ქვეყანაში, რომელზეც გაივლის ნავთობსადენი. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთაც კონსორციუმმა მიმართა დაფინანსებისათვის პროექტის დამტკიცების პირობებად დააყენოს შემდეგი:


• პროექტის სპონსორების მიერ მომზადებული ყველა მაკროეკონომიკური ზემოქმედების მქონე კვლევების გამოქვეყნება და მათი წარდგენა ყველა დაინტერესებული მხარისათვის, შესაბამისი და დროული კონსულტაციების გზით; 
• მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკებთან პროექტის შესაბამისობა, კონკრეტულად OD 4.20 (მკვიდრი მოსახლეობა) და OP 4.12 და BP 4.12 (იძულებითი გადასახლება); 
• აზერბაიჯანის ნავთობის ფონდის დამოუკიდებელი ზედამხედველობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ; 
• ტენდერის პროცესის გამჭვირვალობა და რაიმე ეჭვის აღძვრის შემთხვევაში კონტრაქტების დამოუკიდებელი გადამოწმება, დასარწმუნებლად, რომ ისინი არ არის მოპოვებული კორუფციის გზით, მათ შორის კვლევის შედეგების გამოქვეყნება; 
• სოციალური პროგრამების სავალდებულო შესრულება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროებით; 
• ნავთობსადენის ზემოქმედების უსაფრთხოების დამოუკიდებელი შეფასება და მისი შესაბამისობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე განსახორციელებალი პროექტების მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებთან; 
• დამოუკიდებელი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება არასამთავრობო სექტორის გარანტირებული მონაწილეობით თვით შერჩევის საფუძველზე; 
• სრული შეფასება პროექტის კლიმატზე ხანგრძლივ დროიანი გავლენისა და რეგიონში მათთან დაკავშირებული ნავთობისა და გაზის განვითარების პროგრამების; 
• სრული შესაბამისობა გაეროს "გარემოზე ზემოქმედების შეფასების ტრანსასაზღვრო კონტექსტში" კინვენციის მოთხოვნებთან; • ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის ჩართვა ბჯთ-ს და მასთან დაკავშირებული ბაქო-თბილისი-ერზუმი გაზსადენის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ გადასინჯვაში. 
 

საბოლოოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა განიხილონ პროექტი და მასთან დაკავშირებული ნავთობისა და გაზის პროექტები მათი სოციალურ მდგომარეობასა და ადგილობრივ განვითარებაზე ზემოქმედების კუთხით. ჩვენ გვჯერა, რომ "თავისუფალი საზოგადოებრივი ფულის" გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული თუ პროექტს არ შეუძლია ნათლად წარმოაჩინოს ადგილობრივ და რეგიონალურ განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა მომავალი 30 წლის განმავლობაში – რაც წარმოადგენს ნავთობსადენის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას ნავთობ კომპანიის თანახმად. ერთ-ერთი შესაძლებლობა არის პროექტის განხილვა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალი "მდგრადობის ინიციატივის" ფარგლებში.



პრეზიდენტებო, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ადრეული ვალდებულება რომელიც მიიღება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროექტის დამტკიცებისას, იმ მკაფიო მოთხოვნების შესრულების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც აღნიშნულია ზემოთ, შექმნის საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო იმსტიტუტების მიერ გამჭვირვალე და სანდო შეფასებას პროექტის ზემოქმედებისა და ალტერნატივების ხანგრძლივ დროიან პერსპექტივაში, მათ შორის "არა პროექტის" ვარიანტსაც. ჩვენი აზრით ასეთი ვალდებულებების არ არსებობა იქნება სიგნალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უკრიტიკო დამოკიდებულებისა პროექტისადმი და მარცხი გადაიჭრას პროექტის ხანგრძლივ დროიანი წინაამღდეგობრივი განვითარების ეფექტები.

პატივისცემით,

მანანა ქოჩლაძე – მწვანე ალტერნატივა 
Petr Hlobil – CEE Bankwatch Network 
Antonio Tricarico – Campaign to reform World Bank, Italy
Nicholas Hildyard – The Corner House, UK
Kerim Yildiz – Kurdish Human Rights
Yury Urbansky – National Ecological Centre of Ukraine
Doug Norlen – Pacific Environment
Carol Welch – Friends of the Earth, US
Kate Hampton – Friends of the Earth, International
James Marriott – Platform
Sylvia Borren – Novib – Oxfam 
Sofiko Akhobadze – Black Sea EcoAcademy, Georgia
Merab Barbakadze – Environmental Law Club, Georgia
Petko Kovatchev – Center for Environment Information & Education, Bulgaria
Ana Colovic – Proaktiva, Macedonia
Teodora Donsz – ETK, Hungary
Pavel Pribil – Hnuti Duha, Czech Republic
Rimantas Braziulis – Lithuanian Green Movement/Friends of the Earth, Lithuania
Saulius Piksrys – Atgaja Community
Ramunas Sabaliauskas – Environmental club "Zvejone"
Darius Ramancionis – Environmnetal club "Aukuras"
Anelia Stefanova – ZA ZEMIATA (For the Earth)
Huub Scheele – Both Ends, The Netherlands
Kalia Moldogazieva – Human Development Center "Tree of Life", Kyrgyzstan
Peter Mihok – Center for Environmental Public, Slovak Republic
Patrick McCully – International Rivers Network, USA 
Pam Foster – Halifax Initiative Coalition, Canada
Ikuko Matsumoto – Friends of the Earth, Japan
Sander van Bennekom – ANPED. Northern Alliance for Sustainability
Meenakshi Raman – Sahabat Alam Malaysia, FoE Malaysia
Laura Radiconcini – Amici della Terra, FoE Italy
David O'Gorman – Earthwatch / FoE Ireland
Robert Fidrich – Magyar Termeszetvedoc Szovetsege, FoE Hungry
Mungeth Rashad Mehyar – FoE Middle East
Juan Almendares – FoE Honduras
Aldrin Calixte – COPHEDA / FoE Haiti
Theo Anderson – FoE Ghana
Marc Engelhardt- BUN D / FoE Germany
Sophia Sakhanberidze – FoE Georgia
Martin Galea De Giovanni – Moviment ghall-Ambjent / FoE Malta
Thomas Lackner – Global 2000 / FoE Austria
Teo Wams – Milieudefensie / FoE Netherlands
Isaac Rojas Ramires – COECOCeiba / FoE Costa Rica
Cam Walker – FoE Australia
Alberto Roque Pedace – Amogos de la Tierra / FoE Argentina
Milag San Jose – LRC-KRK / FoE Philippines
Oscar Rivas – Sobrevivencia / FoE Paraguay
Michel Denayer – Les Amis de la Terre / FoE Belgium
Galina Georgieva – Ekoglasnost / FoE Bulgaria
Erik Solheim – Norges Naturvernforbund / FoE Norway
Damien Ase – CELCOR / FoE Papua New Guinea
Souleymane Dembele – GUAMINA / FoE Mali
Prakash Mani Sharma – Pro Public / FoE Nepal
Roman Haucicek – FoE Slovakia
Ali Eltari – President of Albanian Ecological Club-Nature, Albania
Emilie Thenard – Center for International Friends of Environmental Law, USA
Luis Galrao – Euronatura, Portugal
Maria Joao Pereira – Liga para a Proteccaio da Natureza Portugal
Pavle Tsagareishvili – Environmental Information And sustainable development Center Rio, Georgia 
Levan Metreveli – Georgian Public Health Association
Alexander Urushadze – Association NGO "ZELKOVA"
Dr Maria Samardjieva – Union of Park & Landscape Specialists in Bulgaria
Angelika Brustinow – Rural Livelihoods Adviser EECAD
Sean Scannell – The Ilisu Dam Campaign, Britan