რა მოაქვს ნავთობსადენს ნავთობის გარდა?!

13 ივლისს, ხუთშაბათს, 18:00, კინოს სახლში (დასწრება თავისუფალია) 
რა მოაქვს ნავთობსადენს ნავთობის გარდა?! 
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმებს ნავთობპროექტების შესახებ: 

წყარო 
18.00 – 19.15 
რეჟისორი მარტინ მარესეკი 
Bionaut Company/ CEE Bankwatch Network 
ჩეხეთი, 2005 
ინგლისურ და რუსულ ენებზე 

ბაქო, მსოფლიოში ნავთობის სამრეწველო მოპოვების პირველი ადგილი, კვლავ უცხოელი ინვესტორების ყურადღების საგანია. “წყარო” ცდილობს გამოიკვლიოს, თუ რა გზას გადის ნავთობი აზერბაიჯანიდან, იქ, სადაც საქონელი ძოვს დაბინურებულ მიწაზე და ბავშვები თამაშობენ ტოქსიკურ ტალახში, ევროპამდე, სადაც მანქანები ჩქაროსნულ მაგისტრალებზე მოძრაობენ. პოსტ-კომუნისტურ აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა?¾სიღარიბეში ცხოვრობს, მთავრობა არწმუნებს საზოგადოებას, რომ ნავთობით აზერბაიჯანი გადაიქცევა ეკონომიკურად წარმატებულ, ქვეყნად, “ახალ კუვეიტად”. გიგანტური ნავთობკომპანიებისა და აზერბაიჯანის მთავრობისგან განსხვავებით, რას ნიშნავს ნავთობი ჩვეულებრივი აზერაიჯანელი მოქალაქისათვის? არის, თუ არა “შავი ოქრო” ღმერთის წყალობა ქვეყნისთვის? 

******************************************************************************************************************************************************************* 
ფილმს მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო პრემია, მათ შორის ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 

“საუკუნის პროექტი” თუ “საუკუნის დაპირება” 

19.20-19.50 
მწვანე ალტერნატივა 
საქართველო, 2004 
ქართულ ენაზე 

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაზე. ფილმში ასევე აღწერილია პროექტის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილი სოციალური თუ გარემოსდაცვითი ხასიათის პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე აქტუალურია. 

*********************************************************************************************************************************************************************
სიღარიბის რეცეპტი 

19.50-20.15 
რეჟისორი ზოი იანგი 
Friends of the Earth International 
დიდი ბრიტანეთი, 2005 
ქართულ ენაზე 

ფილმი ეძღვნება მოპოვებითი მრეწველობის (ნავთობი, გაზი და სხვა წიაღისეულის) როლს ადამიანთა უფლებების დარღვევასა და გარემოს დეგრადაციაში. “სიღარიბის რეცეპტში” ასახულია რამოდენიმე მსგავსი პროექტი (საქართველო, გვატემალა, განა, ნიგერია) და აქტივისტთა მცდელობები, შეწყდეს მსგავსი პროექტების დაფინანსება მსოფლიო ბანკის მიერ. 

*********************************************************************************************************************************************************************
სახალინის შავი ცრემლები 

20.20-20.40 
CEE Bankwatch Network 
ჩეხეთი, 2004 
ინგლისურ და რუსულ ენებზე 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ნავთობკონსორციუმი ცდილობს გააფართოვოს ნავთობის მოპოვება და ააშენოს ორი ნავთობსადენი მსოფლიოს ყველაზე სეისმურად არამდგრად რეგიონში. მიცუის, მიცუბიშისა და შელის პროექტი შეუქცევად ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს უკანასკნელ 100 წყნარი ოკეანის ნაცრისფერ ვეშაპზე, მილიონობით ტონა ტოქსიკური ნარჩენის ზღვაში ჩაშვებით, გაანადგურებს კუნძულზე ორაგულის აღწარმოების ადგილებს და საფრთხეს შეუქმნის ათიათასობით მეთევზის ცხოვრებას. ამასთან, ათასობით სახალინელი იცხოვრებს მუდმივი შიშის ქვეშ, რომ ნავთობის დაღვრა სრულიად გაანადგურებს კუნძულის უნიკალურ გარემოს. კუნძულის მომავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელშია.