06-

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს
მოსახლეობას. წლების განმავლობაში არ განისაზღვრებოდა ქვეყნის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის სფეროში; პრაქტიკულად მოისპო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მექანიზმები; ბუნებრივი რესურსების მართვა კი, გაიგივებული იყო ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და ეს ფუნქცია ხან ერთ, ხან მეორე სამინისტროს გადაეცემოდა. შედეგად, საბოლოოდ დაირღვა წონასწორობა ბუნების კონსერვაციასა და ბუნებრივი რესურსების მოხმარებას შორის. 

კანონმდებლობა სულ უფრო მეტად დაშორდა საყოველთაოდ აღიარებულ მდგრადი განვითარების პრინციპებს, ასევე, ევროკავშირის კანონმდებლობას. იხილეთ სრული ტექსტი