FFM_Khudoni

საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა გამოხატეს პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული  სამართლებრივ საკითხებზე და ასევე, გამოვთქვეს შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია. ხელმომწერი ორგანიზაციების მოთხოვნებში აღნიშნულია:

- ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს;

- მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან;

- გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა   გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი.

იხილეთ განცხადების ტექსტი

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
    ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)
  3. ალტერნატივა განვითარებისათვის
    არასამთავრობო ორგანიზაცია ''დროა იცოდე შენი უფლებები”
    ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"
    ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"
  4. გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი
  5. გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლვითი ცენტრი
    გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (გიფ-თბილისი)
  6. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  7. იდენტობა
  8. იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია "ასა"
    იმპულსი 91
  9. ინვალითთა და დევნილთა კავშირი
  10. კავკასიური სახლი
    კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის"
  11. კონსტუტუციის 42-ე მუხლი 
    კავშირი საფარი
    კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი CTC 
  12. მეოხი – 2010
  13. მედიის ინსტიტუტი
  14. მწვანე ალტერნატივა
    მწვანე ხაზი
  15. პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო
    ჟურნალისტთა ასოციაცია "გენდერ მედია კავკასია"
    საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი
  16. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
    საზოგადოებრივი დამცველი
    სათემო განვითარების ცენტრი
    სათემო კავშირი ,,ნუკრიანი"  
    საინფორმაციო და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი
     საუნჯე
  17. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი
  18. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
  19. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო
  20. სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი ლაგუშედა
    სვანეთის კულტურისა და განათლების ცენტრი
  21. სვანეთის ტურიზმის ცენტრი
    სოფლად თემთა სანვითარების სააგენტო
    სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  22. სტეფანწმიდა
    სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე
    სპექტრი
    უსაფრთხო სივრცე
  23. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
    ქალები რეგიონების განვითარებისათვის
    ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  24. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  25. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია
  26. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციის ცენტრი – GCRT 
  27. წიგნიერების განვითარების ცენტრი
  28. ჯანმრთელი სამყარო

 

ხელმოწერები გრძელდება. განცხადების მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: greenalt@greenalt.org; nksovreli@greenalt.org.