baneri_GA

 საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ

2008 წლის 8-12 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად ოფიციალური მონაცემებით ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე და ჯარისკაცი დაიღუპა, 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მრავალი საცხოვრებელი სახლი დაინგრა ან დაზიანდა, 900 ჰა-მდე ტყის ფართობი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაიწვა, შავ ზღვასა და რკინიგზაზე აფეთქებების შედეგად დაიღვარა ნავთობი. 

საქართველოსთვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ.

ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და შედგომ განვითარებაში 
მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისთვის, რომ თანხები სწორად განაწილდეს, სწორად დაიხარჯოს და 
სწორი შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ მათ პრიორიტეტებად გადანაწილებისა და განკარგვასთან 
დაკავშირებული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს.