შაბათს, 31 მარტს, დღის 3 საათზე “სამოქალაქო სოლიდარობის აქცია” გაიმართება. თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად შეიკვრება სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი! ეს აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი 6 თემის შესახებ: ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა.

სამოქალაქო სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები თანამოქალაქეებს საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სოლიდარობის აქცია ჩატარდება თბილისის შემდეგ მოედნებზე: 
სააკაძის მოედანი - მოითხოვე ადამიანის უფლებების დაცვა!
მარჯანიშვილის მოედანი - მოითხოვე გარემოს დაცვა! 
ავლაბრის მოედანი – მოითხოვე თავისუფალი მედია! 
მოედანი ვაკის პარკთან - დაიცავი განათლების უფლება! 
მრგვალი ბაღი - მოითხოვე სამართლიანი არჩევნები! 
თავისუფლების მოედანი - გაამაგრე გუდიაშვილი – დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა!

გუდიაშვილის მოედნის და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ერთიანი სოლიდარული პოზიციის გამოსახატად, აქცია 5 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე (ასასვლელი თავისუფლების მოედნიდან) შეკრებით დასრულდება.

აქციის ორგანიზატორები არიან: “მედია კლუბი” და “ტფილისის ჰამქარი”.
თანაორგანიზატორები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ”მწვანე ალტერნატივა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია – ეს შენ გეხება და სხვანი.

საკონტაქტო პირები:
შორენა შავერდაშვილი, “მედია კლუბი”, მობ.: 599 250 277
დავით გოგიშვილი, “ტფილისის ჰამქარი”, მობ.: 593 780 568