euroStepLogo

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს გახდა. პოლიტიკის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას შიდა რეფორმების განხორციელებაში თანასწორი თანამშრომლობის საფუძველზე, რაც გულისხმობს საერთო ფასეულობებზე ურთიერთვალდებულებების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, კარგი სამეზობლო ურთიერთობები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.

ეროვნული სამუშაო შეხვედრა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი"