narchenebi

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ა.წ. 2 მაისს (პარასკევს), 15:00 საათზე, ალ. დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, 
საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) არასამთავრობო ორგანიზაცია 
“მწვანე ალტერნატივა” გიწვევთ შეხვედრაზე

ჰკითხე შენს კანდიდატს

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რას გვპირდებიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. 

შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს: 

• მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული პოლიტიკა”;
• საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ;
• პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”; 
• საარჩევნო ბლოკმა “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია” და 
• საქართველოს პოლიტიკურმა პარტიამ “ჩვენი ქვეყანა”. 

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. 

შეხვედრა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

ჰკითხე შენს კანდიდატს!

რას გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს შეუნარჩუნოს 
ჯანსაღი გარემო – ანკარა წყალი, სუფთა ჰაერი, დაბურული ტყე?


საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული “მწვანე ალტერნატივას” მომავალი შეხვედრების და სხვა ღონისძიებების შესახებ შეიტყვეთ ვებ-გვერდზე: www.greeningfuture.net 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ.
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. ¹62, თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 22 16 04, ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org, www.greeningfuture.net