საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ა.წ. 30 აპრილს, 11:00 საათზე, ალ. დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” გამართავს შეხვედრას მედია-საშუალებებისთვის, სადაც წარადგენს თავის კამპანიას 

“ჰკითხე შენს კანდიდატს!”

განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების რეფორმა, ენერგომატარებლების ფასი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, უმუშევრობა, საგარეო პოლიტიკა, 7 ნოემბრის მოვლენები……როგორც წესი, ჩვენს არჩევანს სწორედ ამ საკითხებისადმი პარტიების თუ კანდიდატების დამოკიდებულება და საარჩევნო პროგრამებში მათი ასახვის დონე განსაზღვრავს. ამ უამრავ პოლარიზებულ საკითხს შორის, შესაძლოა, გამოგვრჩეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხი – როგორ გარემოში ვცხოვრობთ და რას გვპირდებიან არჩევნებში მონაწილე პარტიები და ბლოკები სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. 


კამპანია ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ.
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. ¹62, თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 22 16 04, ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org, www.greeningfuture.net