ads

2008 წლის 16 მაისს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა მორიგი შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!” 

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:

 

 

  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

  • საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები);

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის;

  • მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები;

  • გიორგი თარგმაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;

  • საქართველოს სპორტსმენთა კავშირი და სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჩამოთვლილი გაერთიანებებიდან სამმა: მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები, საქართველოს სპორტსმენთა კავშირი და სრულიად საქართველოსრადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია.

შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს თავისი პოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხსა და მათი გადაჭრის გზებზე; გაიმართა დისკუსია. 

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან შემდგარი 16 მაისის შეხვედრა, ისევე როგორც ა.წ. 2 მაისს გამართული შეხვედრა ჩატარდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრებზე პოლიტიკური გაერთიანებების თუ მათი წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მასმედიის საშუალებებით გავრცელებული შეხედულებები, არ შეიძლება განხილულ იქნეს “მწვანე ალტერნატივას”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შეხედულებათა ამსახველად. 

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მოსაზრებებს გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ საარჩევნო პროგრამებს და ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული “მწვანე ალტერნატივას” სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, გაეცანით ვებ-გვერდზე:

www.greeningfuture.net

საპარლამენტო არჩევნები 2008 

აირჩიე მდგრადი მომავალი!