wyali


საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ა.წ. 16 მაისს (პარასკევს), 14:00 საათზე, სასტუმრო ვერე პალასში (ქუჩიშვილის ქ. 25/8) 
არასამთავრობო ორგანიზაცია 
“მწვანე ალტერნატივა” გიწვევთ შეხვედრაზე

ჰკითხე შენს კანდიდატს!

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რას გვპირდებიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. 

ამჯერად, შეხვედრაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები: 

• საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
• ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსათვის;
• მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე-მრეწველები;
• გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;
• საქართველოს სპორტსმენთა კავშირი;
• სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. 

შეხვედრა ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.
 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

რას გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს შეუნარჩუნოს 
ჯანსაღი გარემო – ანკარა წყალი, სუფთა ჰაერი, დაბურული ტყე?

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული “მწვანე ალტერნატივას” მომავალი შეხვედრების და სხვა ღონისძიებების შესახებ შეიტყვეთ ვებ-გვერდზე: www.greeningfuture.net 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ.
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. ¹62, თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 22 16 04, ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org, www.greeningfuture.net