კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, გაერო-მ ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გარემოს დაცვას. ჩამოტვირთვა