baneri_GA

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის შეფასებითი ანგარიშის მომზადების პროცესს და შედგება ანგარიშის "საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის"პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღება ანგარიშზე, აგრეთვე ევროკომისიისადმი რეკომენდაციების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა. 

ანგარიში მზადდება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა"-ს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის "ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკა" (Greening the European Neighborhood Policy)* ფარგლებში. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაზე დასწრების და/ან ანგარიშის პროექტის გაცნობის მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: 
ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" 
მისამართი: ყიფშიძის ქ. 5ა, მე-4 სადარბ., მე-7 სართ.
ტელ: +995 32 223 874, ფაქსი: +995 32 221604 
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net 


* "ევროპის "მწვანე" სამეზობლო პოლიტიკის" პროექტი მიზნად ისახავს ხელი შუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვის ინტეგრაციას ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაში.