საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული 
ბავშვების დასახმარებლად – 13 -14 იანვარი

თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასა” და ზოოლოგიური პარკის დახმარებით, გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად. 

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება კავშირი “ია”-ს მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიერ შექმნილი ნაკეთობები (თიხის სამკაულები, თექის სამკაულები და თექის სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები და სამკაულები).

საქველმოქმედო აქცია დაიწყება 13 იანვარს 12 საათზე თბილისის 
ზოოლოგიურ პარკში და გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.

აქცია მიზნად ისახავს დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კავშირი “ია” - ნინო ჭაბუკიანი
მისამართი: თბილისი, ავლაბარი, გურჯანიის ქ. ¹20 
ტელ: (+995 32 ) 74 75 51 
მობ: (+995) 55 50 55 49 
ელ.ფოსტა: nchabukuani@gmail.com 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” - ნინო გუჯარაიძე
მის: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ. 
ტელ: (+995 32) 22 16 04, 22 38 74
ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@wanex.net
ვებ-გვერდი: www.greenalt.org

თბილისის ზოოლოგიური პარკი – ნინი ჭაჭია
მისამართი: თბილისი, კოსტავას 64
ტელ: (+995 32) 213 060
მობ..:(+995 95) 148 347
ელ-ფოსტა: pr@zoo.ge