baneri_GA

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი გიორგი ცხაკაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს.


საჩივარში აღწერილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევის მთელი რიგი შემთხვევები, რომელთა გამოძიების მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად „ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსს გიორგი ცხაკაიას მიეთითა, რომ მომავალში გამოიჩინოს მეტი კორექტულობა და საქმისწარმოებისას არ გასცდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიღებულ ტერმინოლოგიას“[?!]. 


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის პასუხი მწვანე ალტერნატივას საჩივარზე.