xaraguli 1

ოთხშაბათს, 2011 წლის 9 ნოემბერს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები“.

ძირითადი მომხსენებლები:

 
• დავით თარხნიშვილი - ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ირაკლი მაჭარაშვილი - ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, მწვანე ალტერნატივა;
• ილია ოსეფაშვილი - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი;
• ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე.

მოდერატორი: ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი (რადიო „მწვანე ტალღა“).

დასწრება თავისუფალია 
მისამართი: ზოვრეთის ქ. 38