xaraguli-2

საქართველოს სატყეო სექტორთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა განცხადებები. მინისტრის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობისათვის იხსნებოდა ყველანაირი შეზღუდვა და მათ ნებისმიერი ოდენობით შეეძლებოდათ საკუთარი საჭიროებისათვის საშეშე და სამასალე მერქნის მოპოვება; გარდა ამისა, უკვე აგვისტოდან დაიწყებოდა ტყის მასივების გაყიდვა 49-წლიანი იჯარით. იხილეთ სრულად