DSC08691

პროექტის აღწერა

პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია სამ ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2-ზოლიანი საავტომობილო გზის  გაფართოებას 6-ზოლიანად. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. მესამე ქვეპროექტი კი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის 2-ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 4-ზოლიანად.

პროექტი დასაფინანსებლად წარედგინა აზიის განვითარების ბანკს. აზიის განვითარების ბანკის 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულების თანახმად, პროექტი განეკუთვნება A კატეგორიას განსახლების კომპონენტით და საჭიროებს სრულმაშტაბიან განსახლების სამოქმედო გეგმის (LARP) მომზადებას. 2012 წლის გაზაფხულზე მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა (LARP) როგორც პირველი ასევე მესამე მონაკვეთისათვის.

პირველი ქვეპროექტის შემთხვევაში, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ხვდება  105 დაზარალებული ოჯახი და 358 დაზარალებული პირი. ხოლო, მესამე ქვეპროექტის შემთხვევაში,  144 დაზარალებული ოჯახი და 485 დაზარალებული პირი. იხილეთ ვრცლად