baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ შენიშვნებითა და წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე “ლიცეზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი “ლიცეზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. ცვლილებები გულისხმობს ახალი სახეობის ლიცენზიის შემოღებას – “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორის სახეობებით სარგებლობის ლიცენზია”. 

აღნიშნული სფერო დაურეგულირებელი დარჩა გასულ წელს საქართველოს კანონის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მიღების შემდეგ, რაც დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებდა. სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები იმდენ ”ხარვეზს” მოიცავს, რომ კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას უქადის ისედაც დაურეგულირებელ სფეროს. ასევე, შესაძლოა დაშვებული გახდეს საქართველოს წითელი ნუსხაში შეტანილი იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოპოვება. აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციამ გაავრცელა განცხადება 2006 წლის 19 აპრილს, რომელსაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან. 

პარლამენტის მიერ კანონის საბოლოო მიღებამდე ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი დახვეწა. ამ იმედით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ კანონის გაუმჯობესებისათვის შენიშვნებითა და წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.