choroxi

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თაობაზე.
თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე ზ.დ. 21 და 53 ნიშნულებს შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. კასკადის შემადგენლობაში შედის კირნათის, ხელვაჩაური I-ის და ხელვაჩაური II-ის ჰესები. 2011 წელს შპს „აჭარ ენერჯი 2007“-მა საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოადგინა კირნათის, ხელვაჩაური I-ის და ხელვაჩაური II-ის ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიში. ჩამოტვირთვა