ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ერთობლივი შენიშვნები ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე. საქართველოს საპარტნიორო ფონდის დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის, სეზონური რეგულირების ნენსკრა ჰესის  მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ნენსკრას და ნაკრას ხეობებში. გზშ ანგარიშის თანახმად, პროექტი უნდა განხორციელდეს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია სს „ნენსკრას“ მიერ, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს პროექტის დაფინანსებაში. იხილეთ ვრცლად