ads

2008 წლის 2 მაისს დიუმას ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!”

შეხვედრაში მონაწილეობისათვის მიღებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა:

 

 

  • მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული პოლიტიკა”;

  • საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ;

  • პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”;

  •  საარჩევნო ბლოკმა “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”

  •  საქართველოს პოლიტიკურმა პარტიამ “ჩვენი ქვეყანა”.

მათგან შეხვედრზე მოსვლა ვერ შეძლო მხოლოდ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული პოლიტიკა”.

შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავისი პოზიცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხსა და მათი გადაჭრის გზებზე; გაიმართა დისკუსია. არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების მონაწილეობით მსგავსი შეხვედრის გამართვა დაგეგმილია ა.წ. 16 მაისს. ინფორმაცია მომავალი შეხვედრის შესახებ გავრცელდება დამატებით. 


შეხვედრები ტარდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. ამასთან, შეხვედრებზე პოლიტიკური გაერთიანებების თუ მათი წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მასმედიის საშუალებებით გავრცელებული შეხედულებები, არ შეიძლება განხილულ იქნეს “მწვანე ალტერნატივას”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შეხედულებათა ამსახველად. 


საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მოსაზრებებს გარემოსდაცვით საკითხებზე, ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული “მწვანე ალტერნატივას” სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, გაეცანით ვებ-გვერდზე:


www.greeningfuture.net

საპარლამენტო არჩევნები 2008 
აირჩიე მდგრადი მომავალი!