baneri_GA

გთხოვთ, გაეცნოთ ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ მომზადებულ წერილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა სახელზე. წერილი ეხება თბილისის წყლის მიწოდების გაუმჯობესების პროექტს, რომლის განსახორციელებლად შპს. “თბილისის წყალი” (ყოფ. თბილწყალკანალი) ითხოვს 25 მილიონ ევროს. 

ვინაიდან პროექტი გულისხმობს კოლექტიური მრიცხველების დაყენებას, წყლის ტარიფის შესაძლო ზრდას, არ ითვალისწინებს შეღავათებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობისთვის, კერძო სამართლის საზოგადოებრივი პარტნიორობის მექანიზმის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს შპს. “თბილისის წყალი”-ს კერძო მმართველობაში (ან მფლობელობაში) გადაცემას, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და არა მონაწილეობითია, მიგვაჩნია რომ აუცილებელია პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილება საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმირებულობის გზით. 
ამისთვის, გთხოვთ 10 ივლისამდე შემოუერთდეთ ერგბ-ს აღმასრულებელ დირექტორებისათვის გასაგზავნ ღია წერილს (გთხოვთ, ასევე მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით). გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი და ორგანიზაციის დასახელება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greenalt@wanex.net

თბილისის წყლის მიწოდების გაუმჯობესების პროექტის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოზე განხილვა დაგეგმილია 2007 წლის 10 ივლისს.

დანართი 1