Khudoni

2006 წლის 14 მარტს, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამკვირვებელთა ქსელის ინიციატივით შედგება მრგვალი მაგიდა – "ხუდონის ჰიდროელექტროსადგური – ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებისაკენ თუ პირიქით?!"

მრგვალი მაგიდა გაიმართება მდინარეებისა და სიცოცხლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში (International Day of Action Against Dams and for Rivers, Water and Life!). ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” შეხვედრაზე წარმოადგენს ინფორმაციას ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე. 

შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლები. 

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოთქვან მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი. 

შეხვედრა გაიმართება დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10), დასაწყისი 15.00 საათზე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ 13 მარტის 13 საათამდე. 

გთხოვთ, გვაცნობოთ აგრეთვე აპირებთ თუ არა სიტყვით გამოსვლას (რეგლამენტი 5-10 წუთი). 

პატივისცემით, 
მანანა ქოჩლაძე 

საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი 
ელ-ფოსტა: natiaksovreli@caucasus.net 
ტელ: (995 32) 22 16 04 
(995 32) 22 38 74