khudoni_2015

ეს ნარკვევი ნათელს ფენს ბურუსით მოცულ ისტორიას, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“-ს უკავშირდება; სწორედ ამ კომპანიასთან დადო საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ზემო სვანეთში ხუდონ-ჰესის პროექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორიცაა სამეწარმეო რეესტრებში დაცული ინფორმაცია და სამთავრობო ხელშეკრულებები, ნარკვევი აღწერს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული კომპანიების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისა და სხვა კერძო პირების ქსელს. ამასთან, დოკუმენტში დამატებით აღწერილია პროექტის ვადებთან და სხვადასხვა სახელშეკრულებო პირობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ნარკვევის მიზანია პროექტის შემდგომი კვლევისთვის ნიადაგის მომზადება და ხუდონჰესის მიზანშეწონილობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიებში წვლილის შეტანა. იხილეთ ვრცლად