Khudonhesi17

2011 წლის 4 ნოემბრის სკოპინგის შეხვედრაზე ტრანსელექტრიკა ლიმითედის ქართველმა დირექტორმა, პაატა წერეთელმა განაცხადა, რომ მართალია ტრანსელექტრიკა ლიმითედს არცერთი პროექტი არ განუხორციელებია, თუმცა კომპანიის აქციონერები არიან გამოცდილი და კომპეტენტური კომპანიები, ხოლო ტრანსელექტრიკა წარმოადგენს ბიზნესის კოლექტიური მართვის ნათელ მაგალითს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბატონმა წერეთელმა შეხვედრაზე არ დაასახელა ტრანსელექტრიკას კომპეტენტური და გამოცდილი აქციონერები, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნდა იმ სამი აქციონერი კომპანიის სახელი, რომლებიც ფლობენ ტრანსელექტრიკას აქციებს.

წარმოგიდგენთ საინტერესო ინფორმაციას ამ აქციონერების შესახებ:

1. World Energy Limited – მწვანე ალტერნატივამ მოიძია ინფორმაცია აღნიშნული კომპანიის შესახებ და აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის რეესტრის მონაცემებით 2000 წლის 8 მაისს ზუსტად ასეთი სახელის მქონე კომპანია მართლაც იქნა დარეგისტრირებული, თუმცა მან არსებობა შეწყვიტა 2003 წლის 11 თებერვალს. ინფორმაცია სხვა ასეთი სახელის მქონე კომპანიაზე არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს რომ ტრანსელექტრიკას ერთ-ერთი აქციონერი არც მეტი არც ნაკლები 2003 წელს ლიკვიდირებული კომპანიაა.

იხილეთ: http://www.cdrex.com/world-energy-limited-7536425.html

2. SGGS INFRASTRUCTURE LIMITED – მწვანე ალტერნატივამ ასევე მოიძია ინფორმაცია მეორე "გამოცდილი და კომპეტენტური" კომპანიის შესახებაც. მართალია ინფორმაცის მოძიების შედეგად დავადგინეთ, რომ აღნიშნული კომპანია პირველი აქციონერისგან განსხვავებით მართლაც არსებობს, თუმცა აღნიშნული კომპნია შექმნილია 2011 წლის 29 ივლისს და ამ შემთხვევაში კომპანიის გამოცდილებასა თუ კომპეტენციაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

იხილეთ: https://www.jerseyfsc.org/registry/documentsearch/NameDetail.aspx?id=281565

3. Olney Assets s.a – ტრანსელექტრიკას ყველაზე საინტერესო აქციონერი; საინტერესო კი იმიტომ არის, რომ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება, ამიტომ მოხარული ვიქნებით, თუ ვინმე მოგვაწვდის რაიმე ინფორმაციას ამ კომპანიის შესახებ, თუნდაც პაატა წერეთელი.

როგორც ხედავთ ტრანსელექტრიკას აქციონერები ვერც "გამოცდილებად" ჩაითვლებიან და ვერც "კომპეტენტურებად", რადგან აბსოლუტურად ბურუსით არის მოცული მათი წარმომავლობა. ამას გარდა გაურკვეველია, როდესაც ტრანსელექტრიკა თავის აქციებს ასხვისებდა, თუ ჰქონდა ინფორმაცია აქციების მყიდველი კომპანიების შესახებ და რატომ თვლის ბატონი პაატა ამ კომპანიებს უაღრესად გამოცდილ დ კომპეტენტურ კომპანიებად და რატომ აწერს მათ ერაყსა თუ სხვა ქვეყნებში ჰესების აშენებას.