pozicia

2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia)-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ესკო) შორის დაიდო ხელშეკრულება ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე (შემდგომში – ხელშეკრულება). პროექტი ითვალისწინებს 200.5 მეტრი სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 528 ჰექტარი ფართობის წყალსაცავის (მოცულობა 364.5 მლნ.კუბ.მ) მოწყობას. ამ სახით პროექტის განხორციელება დაკავშირებულია რამოდენიმე სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური თვალსაზრისით მწვავე საკითხთან[1]; საქართველო პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს, აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, არ მიიღებს; თუმცა, საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები და არსებითი რისკები (მათ შორის, ფინანსური), რომლებიც არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ადეკვატური გარანტიებით; აშკარაა, ასევე, კორუფციული რისკების არსებობაც.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში აიღო ვალდებულება, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა; დაპირება არაერთხელ გაისმა, ასევე, წინასაარჩვევნო შეხვედრებისას და მედიაში გამოსვლებისას. მიუხედავად დადებული პირობისა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ არც დაწყებული პროექტები შეაჩერა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული სხვა პროექტების გაგრძელებაზე თქვა უარი. იხილეთ ვრცლად