DSC_0001

2015 წლის 27-28 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მოაწყო ორდღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  თბილისიდან და რეგიონებიდან. სემინარის თემას წარმოადგენდა: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა  საკითხი, მათ შორის:  

- სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები; 
- ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე; 
- შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე; 
- სატყეო მიწების მართვის პრობლემური საკითხები; 
- სატყეო მიწებით სარგებლობა ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

სემინარის პირველი დღე  სესიებსა და დისკუსიებს დაეთმო. მეორე დღეს, სემინარზე განხილული ზოგიერთი პრობლემური საკითხის გაცნობის მიზნით, განხორციელდა საველე გასვლა ბოლნისისა და დმანისის რაიონებში. სემინარის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად გარემოს დეგრადაციის, ტყისა და სატყეო მიწების განადგურების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტებს; კერძოდ, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში მოინახულეს წიაღის მოპოვების შედეგად დეგრადირებული და განადგურებული ეკოსისტემები; ასევე, გაეცნენ ეკომიგრანტებით დასახლებული  ბოლნისის რაიონის სოფელ დისველის მიწათსარგებლობის პრობლემებს.

სემინარი ჩატარდა მწვანე ალტერნატივას ორი პროექტის ფარგლებში: „მიწის მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად“ (Improving land governance to foster sustainable agriculture development in Georgia) – პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სატყეო მიწების მმართველობის გაუმჯობესება საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ (Improving forest land governance to foster sustainable development in Georgia) – პროექტი დაფინანსებულია EU NGO პროექტის – „გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის გზით“ – ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მოდალობითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს.

ჩამოტვირთეთ სემინარის მასალა:

1. სატყეო სექტორის კარგი მმართველობის ინდიკარორები;
2. ტყისა და სატყეო მიწების კანონმდებლობის და მმართველობის ზოგადი მიმოხილვა;
3. სატყეო მიწების მართვის პრობლემური საკითხები;
4. ნიადაგის განადგურება, როგორც ბიზნესი;
5. ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაცია;
6. მიწასა და მასთან დაკავშირებულ სხვა რესურსებზე უფლებების გონივრული სახელმწიფო მართვის ძირითადი პრინციპები;
7. სოფლის მეურნეობის სექტორში გონივრული ინვესტირების პრინციპები – საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომები; გონივრული   ინვესტირების პრინციპები პრაქტიკაში;
8. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვის ზოგიერთი ასპექტი.

DSC_0028   DSC_0269 1DSC_0281

   3 2