აქციის მიზეზი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტებისა და სპეციალიტების მოსაზრებების უგულებელყოფით დანერგონ სატყეო სექტორის რეფორის ისეთი მოდელი, რომელიც ეყრდნობა რუსეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითს და ტყითსარგებლობის ერთადერთ ფორმად მიიჩნევს გრძელვადიან იჯარას. ჩვენი აზრით, ამგვარი გაუაზრებელი რეფორმა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს საქართველოს ტყეებს და გაზრდის კორუფციას სატყეო სექტორში. ამასთანავე, უხეშად ირღვევა საზოგადოების კანონიერი უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მის უსაფრთხოებაზე, საბინადრო გარემოსა და ჯანმრთელობაზე. 

აქციის შესახებ მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი. ეს კომენტარები ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის იყო და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაბნევასა და ყურადღების მოდუნებას. ამასთანავე, კიდევ უფრო წარმოჩინდა მთავრობის მომზადებული რეფორმის არასრულყოფილება და არათანამიმდევრულობა. 

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა უახლოეს მომავალში მოაწყობს ბრიფინგს მედიისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის, სადაც დაწვრილებით იქნება წარმოდგენილი სატყეო სექტორის რეფორმის პროცესის ნაკლოვანებები. 

ბრიფინგის ზუსტ დროსა და ადგილს მოგვინებით გაცნობებთ