baneri_GA

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მრავალგზის მიმართა; თუმცა, სამინისტრო აგრძელებს პროცესში საზოგადოების ჩართვისათვის დადგენილი ვადების გაურკვეველი პროცედურით ათვლას. მიგვაჩნია, რომ კანონის მოთხოვნების მიმართ უდიერი დამოკიდებულება, უკეთეს შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების კომპეტენციის ნაკლებობაზე, ხოლო, უარეს შემთხვევაში, კანონის მიზანმიმართულ დარღვევაზე უთითებს; რაც, მინისტრის მხრიდან, შესაბამისი ზომების მიღების საფუძველი უნდა გახდეს.