asocireba

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება). ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. 2014 წლის ივნისშივე მხარეები შეთანხმდნენ ასოცირების დღის წესრიგზეც – დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის.

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეფასდეს 2014-2016 წლებში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, გარემოს დაცვის სფეროში.

ანგარიში ეყრდნობა მთელი რიგ დოკუმენტებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 2014 -2016 წლების სამოქმედო გეგმებსა და მათი შესრულების ანგარიშებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის საგზაო რუკას გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების საკითხებში, აგრეთვე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, კანონებისა და კანონპროექტების ანალიზს, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებსა და ექსპერტთა დასკვნებს, დაინტერესებულ მხარეთა ოფიციალურ განცხადებებს. 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესრულების ეფექტურობის შეფასება