monitoring

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“. ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

ამ ანგარიშის მიზანია, შეფასდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გარემოს დაცვის სექტორის რეფორმის კუთხით და მასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესი;

ანგარიში ეყრდნობა მთელი რიგ დოკუმენტებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განსახორციელებელი 2014 -2016 წლების  სამოქმედო გეგმებსა  და მათი შესრულების  ანგარიშებს, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის საგზაო რუკას გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების საკითხებში, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნების პასუხად შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, კანონებისა და კანონპროექტების ანალიზს, ასევე შესაბამისი ანგარიშებსა და ექსპერტთა დასკვნებს და დაინტერესებული მხარეთა მიერ გაკეთებული ოფიციალურ განცხადებებს.

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სექტორში ზოგიერთი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგის შედეგები და სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები, ევროკავშირის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, შემდეგ სფეროებში. იხილეთ ვრცლად