Javakheti_Borjomi

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ინდიკატორების მიხედვით დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი ზოგიერთი საფრთხის შეფასება. განხორციელდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა რამდენიმე მიმართულებით: დაცული ტერიტორიებისა და მათი ზონების საზღვრების, ფართობის ცვლილებისა და  ფორმის ანალიზი, ჰაბიტატების წარმომადგენლობითობა, დაცულ ტერიტორიებში არსებული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული აქტივობების ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მომზადდა რეკომენდაციები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ინდიკატორებისა და დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. 

ნაშრომი მომზადდა მწვანე ალტერნატივას პროექტის „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება ტყით დაფარული დაცული ტერიტორიების შესაფასებლად“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ (WRI).