DSC_0014

მიმდინარე წლის 20 მარტს, სასტუმრო „რუმს თბილისში”. გაიმართა შეხვედრა Global Forest Watch  (GFW) მიერ დაფინანსებული კვლევის (case study) "ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად" ფარგლებში, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ ახორციელებს. GFW პროექტი დააფინანსა გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) და ახორციელებენ საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI).

მწვანე ალტერნატივას პროექტის მიზანია  კონსერვაციის ხელშეწყობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის (NBMS) განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესების გზით. კვლევის ფარგლებში მოხდება: რამდენიმე არსებული ინდიკატორის მიხედვით ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შეფასება; ახალი ინდიკატორების შესამუშავებლად  წინადადებების მომზადება; რეკომენდაციების მომზადება არსებული დაცული ტერიტორიების ზონირებასა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით. 

ბიომრავალფეროვნების კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, 2005 წელს საქართველომ დაამტკიცა ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება (NBMS). გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის N262 ბრძანებით დამტკიცდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდინატორები, მათი აღწერის მეთოდოლოგიები და წარმოების წესი.  მონიტორინგის სისტემა ეფუძნება 25 ინდიკატორს, რომლებიც შერჩეული იქნა OECD-ს მიერ შემუშავებული მოდელის – ზეწოლა/მდგომარეობა/რეაგირება (Pressure / State / Response) შესაბამისად. რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა ინდიკატორების რევიზიის საჭიროება.  კვლევები, რომლებიც ჩატარდა UNDP/GEF პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, მიუთითებენ მონიტორინგის ეროვნული სისტემის ნაკლოვანებებზე. სწორედ მათი რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა მწვანე ალტერნატივას წინამდებარე კვლევითი პროექტი.   

DSC_001520 მარტს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შუალედური შედეგების განხილვა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ დაინტერესებულ მხარებთან კონსულტაცია. წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამაგისტრო ნაშრომების შესახებ. 

იხილეთ, თანდართული დღის წესრიგი და პრეზენტაციები  
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამაგისტრო ნაშრომები
დღის წესრიგი