DSC_0005

მიმდინარე წლის 29 მაისს, სასტუმრო „რუმს თბილისში” გაიმართა Global Forest Watch-ის (GFW) მიერ დაფინანსებული მწვანე ალტერნატივას კვლევის „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად“ დასკნითი შეხვედრა. GFW პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ (WRI). პროექტის მიზანია  კონსერვაციის ხელშეწყობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის (NBMS) განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესების გზით.  

DSC_0028პროექტის მონაწილეებმა დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგები, ასევე პროექტის დახმარებით მომზადებული სამაგისტრო ნაშრომები, რაზეც გაიმართა დისკუსია. პროექტის ფარგლებში საბოლოო ანგარიშში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

იხილეთ თანდართული დღის წესრიგი და პრეზენტაციები
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად 
ტურიზმის ზეგავლენა საკვანძო სახეობების პოპულაციებზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში
დაცული ტერიტორიების დიზაინის გავლენა საკვანძო სახეობების მდგომარეობაზე
ინფრასტრუქტურული ობიექტების ზეგავლენა დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე
დღის წესრიგი