chiaturapic

ანგარიშში აღწერილია ქ. ჭიათურასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მანგანუმის მოპოვების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მოგროვებისათვის მწვანე ალტერნატივას საველე გასვლის შედეგები.

მოსახლეობის გამოკითხვისა და ადგილზე ჩვენი დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ღია კარიერებზე წიაღის მოპოვების პრაქტიკა და რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები; დაბინძურებული ჰაერი; დაბინძურებული წყალი; საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება; ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება; საკუთრების დაკანონების პრობლემა; დაბზარული სახლები; წყაროებისა და ჭების დაშრობა; საძოვრების შემცირების პრობლემა და პირუტყვის დაზიანების შემთხვევები; დასაქმებისა და დასაქმებულთა პრობლემები.