???

საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე ენერგო პროექტები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

ნენსკრა ჰესი და 500 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“

ა.წ. 27 ივნისს (სამშაბათს), 11:00 სთ-ზე, სასტუმრო „ბეტსი“-ში (მაყაშვილის ქუჩა 32-34)  „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს შეხვედრას საქართველოში დაგეგმილი 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესისა და ყაზბეგის რაიონში მიმდინარე 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქსანი – სტეფანწმინდას“  პროექტების თაობაზე. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება აღნიშნულ პროექტებთან მიმართებაში შექმნილი მდგომარეობა და პრობლემური საკითხები, კერძოდ, რამდენად არის დასაბუთებული  წარმოდგენილი პროექტების საჭიროება, მათი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, მიმდინარე სასამართლო პროცესი 500 კვ გადამცემ ხაზზე და საჩივარი ბერნის კონვენციაში ნენსკრა ჰესის თაობაზე.  შეხვედრაზე საკუთარ პოზიციას პროექტებთან დაკავშირებით დააფიქსირებენ ყაზბეგის რაიონის, ნაკრისა და ჭუბერის თემის წარმომადგენლებიც.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ენერგეტიკის, გარემოსდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ზემო სვანეთიდან და ყაზბეგის რაიონიდან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

დავით ჭიპაშვილიელ.ფოსტა:
dchipashvili@greenalt.org