DSC_0198

ქვეშეთი-კობის გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა ხადის ხეობის გავლითაა დაგეგმილი. მასობრივი ინფრასტრუქტურის ხადის უნიკალურ ხეობაში გაშენება საფრთხეს უქმნის ხადის სოფლების მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს, ხეობის ისტორიულ, კულტურულ და ტურისტულ ღირებულებას და ბიომრავალფეროვნებას.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს.  არქეოლოგები, სეისმოლოგები, კულტურული მემკვიდრეობის და ბიომრავალფეროვნების ექსპერტები, გარემოსდამცველები, ტურისტული კომპანიები, უსაფრთხოების ექსპერტები ამ მიმართულებებით სხვადასხვა პრობლემას და საფრთხეს უსვამენ ხაზს.

სხვადასხვა დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ მეცნიერებმა ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გამო შექმნილი საფრთხეების შესახებ საქართვველოს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს მიმართეს: 

1. ხადის ხეობის მოსახლეობის მიმართვა საქართველოს მთავრობას, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, სახალხო დამცველს და საქართველოს მოსახლეობას .

2. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წერილი ხადაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ ჯავახიშვილის  წერილი ჟინვალი-ლარსის მაგისტრალის, ქვეშეთი-კობის ახალი მონაკვეთის პროექტის სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასების შესახებ 

4. ტურისტული სექტორის მიმართვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხადის ხეობის თაობაზე

5. „მწვანე ალტერნატივას“   წერილი პრემიერ-მინისტრს სახალხო დამცველს და აზიის განვითარების ბანკის მენეჯმენტს ქვეშეთი-კობის გზის პროექტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.