forest_2018

დოკუმენტში მოცემულია შენიშვნები და კომენტარები საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“. მასში განხილულია კანონპროექტის დადებითი მხარეები და პრობლემები, მოცემულია რეკომენდაციები ამ პრობლემების გამოსწორების კუთხით, რათა: 1) ხელი შეუწყოს ტყის მდგრად მართვას, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნებას და რესურსების რაციონალურ გამოყენებას;  2) კანონპროექტი შესაბამისობაში მოვიდეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნულ სატყეო კონცეფციასთან“, საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებულ “2014-2020 წლების ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და გეგმასთან” და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან. თავიდან მოცემულია ზოგადი ხასიათის კომენტარები, მომდევნო ნაწილში – შენიშვნები და კომენტარები კანონპროექტის მუხლების მიხედვით.  

სამწუხაროდ, მიუხედავად საკითხის აქტუალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო კანონპროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეების, ექსპერტების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების სრულფასოვანი მონაწილეობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან განიხილავდა საკითხს.  იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტში შედგება სრულფასოვანი განხილვები და დისკუსია და ახალი ტყის კოდექსი დამტკიცდება გამოკვეთილი ხარვეზების გამოსწორების შემდეგ.