baneri_GA

2019 წლის 16 იანვარს მწვანე ალტერნატივას ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს  2018 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც  ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით  სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა.

საქმე განიხილა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – მაია ვაჩაძე (მომხსენებელი), მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე და ვასილ როინიშვილი