DSC_0002

2017 წლის 31 იანვარს, თბილისში, სასტუმროში Radisson Blu Iveria მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა შეხვედრას თემაზე: „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.  შეხვედრაზე განილული იყო: გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდობის პრობლემები – მომხსენებელი: ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა; გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები მსხვილ დამბინძურებლებთან კავშირში – ოთხი კომპანიის მაგალითზე: Rich Metals Group (RMG), ჯორჯიან მანგანეზი, საქნახშირი, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია – მომხსენებელი: ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინსპექტირების შედეგების დახურულობა – მომხსენებელი: ლელა გვიშიანი, ადამიანი-ს უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC.

DSC_0011    DSC_0044  DSC_0048 DSC_0055 DSC_0037