abra GA

2016 წლის 14 მარტს 17:00 საათზე, ორშაბათს, თავისუფლების მოედანზე (ბანკი რესპუბლიკას მიმდებარე ტერიტორიაზე), აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წინ, გაიმართება მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია „ჰესებს შეწირული სიცოხლე“. აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა "მწვანე მუშტი" და "მწვანე ალტერნატივა".

14 მარტი არის მდინარეების დაცვისა და კაშხლების საწინააღმდეგო დღე. ამ დღეს ათასობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ზეიმობს ისეთ გამარჯვებებს, როგორიცაა კაშხლების დემონტაჟი და მდინარეების აღდგენა; მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებებს არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეცვლისკენ; საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მდინარეებთან დაკავშირებული საფრთხეების, წყლის მოხმარებისა და ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გადაწყვეტილებების შესახებ. იხილეთ ვრცლად