DSC02074

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: greenalt@greenalt.org

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მცენარე, რომელიც თბილისის მწვანე საფარს ქმნის, ძალზე ძვირფასია, პრობლემის მხოლოდ მოსაჭრელი ხეების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის კონტექსტში განხილვა არასწორია და  არსებული რთული ვითარების გამარტივებულად წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს. როგორც ყაზბეგის ქუჩის, ისე თბილისის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური მხოლოდ ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის ფუნქციით შემოიფარგლება. გადაწყვეტილების მიღებისას, ეს სამსახური არ მსჯელობს, რა ზეგავლენას იქონიებს პროექტი ადამიანების საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, გარემოს სხვადასხვა კომპონენტის (ჰაერი, ნიადაგი, წყალი, მიწა) მდგომარეობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ურბანულ ლანდშაფტზე, ადგილობრივ კლიმატზე და ა.შ. გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შეპირისპირება. შედეგად, როგორც წესი, საზოგადოება უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იგებს.  დედაქალაქის მერიაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას.

არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ბოლო ათწლეულის სახელმწიფო პოლიტიკამ, რომლის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად დასუსტდა და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ მოისპო გარემოსდაცვითი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი მოვითხოვთ: 

1.  2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ყველა დამნაშავის მკაცრად დასჯას;

2. დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე; 

3. გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას. 

ხელმომწერები:

მწვანე ალტერნატივა 
"საჯარო სივრცის ინიციატივა"
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პარტიზანული მებაღეობა თბილისში
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მწვანე კავკასია
ენერგოეფექტურობის ცენტრი
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია

ქალთა საინფორმაციო ცენტრია
(ა)იპ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი ერთობა
“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
მწვანე დედამიწა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ქალაქი ბავშვებს
ჩემი ქალაქი – ქალაქის გუშემატკივართა და ქალაქზე მზრუნველთა ერთობა
ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი
ბიოლოგიურ მეურნეობა ასოციაცია „ელკანა“

 

ნინო გამისონია
მარიამ თოთოსაშვილი
კახა ბრეგვაძე
ცოტნე გამსახურდია
სალომე ჟორჟოლიანი
ქეთევან გოჩიტაშვილი
ეკა მაჭავარიანი
ლელა პავლიაშვილი
ლიზი პატარაია
ნინა პრიმაკოვ
გიორგი კრავეიშვილი
სოფია წიკლაური
ეფემია ლორია
ვახტანგ კობალაძე
ამირან შევარდნაძე
ლილი მურაჭაშვილი
სოფი ჯიბუტი
გიორგი ლებანიძე
დალი სინჯარაძე
გიორგი ზარნაძე
ივანე ლეჟავა
კახა ბრეგვაძე
ნინო ბაბუხადია
ეკატერინე ლომიძე
თამარ დვალიშვილი
ზურაბ ბაქრაძე
თამაზ ავალიშვილი
მანანა რატიანი
თამარ ცხადაძე
ლაშა ორჯონიკიძე
ნუგზარ მჭედლიძე
ეკატერინე მრულიშვილი
ანა ცაგარელი
ბაქარი თევდორაშვილი
შალვა ოგბაიძე
გელა ჩინჩალაძე
მიხეილ ტარასაშვილი
ციცინო დათუკიშვილი
ლაშა გეგეჭკორი
ირინა მეზურნიშვილი
ირაკლი ლომოური
გიორგი ბერძენიშვილი
თამარ კალანდაძე
თამარ კარსანიძე
ქეთევან ველიაშვილი
ნათია ნიკოლაიშვილი
ნანა გაბრიაძე
ნათია გვიანიშვილი
სალომე სხირტლაძე
ნიკოლოზ შავგულიძე
ქეთევან მათიაშვილი
ნუკა ორჯონიკიძე
თამარ თოფურია
გიორგი თათანაშვილი
მანანა ხანუკაშვილი
დავით ყიფიანი
შოთა გიორგობიანი
დავით გულიაშვილი
სოფო გიორგობიანი
ოთარ ნემსაძე
გულიკო შოშიტაშვილი
ბაბილინა თურქია
მარი ჯაფარიძე
ანა ციციშვილი
ხათუნა გვარაძე
ჰუბერტუს იანი
თამარ იოსებაშვილი
თამარ დევდარიანი
კონსტანტინე ვეკუა
გიორგი გულედანი
სალომე შიუკაშვილი
მარია კორნოუხოვა
თინათინ არველაძე
ანა გაბისონია
ქრისტინე საბაშვილი
გრიგოლ მეგრელიძე
ხვიჩა ბერელაშვილი
თამარ ქურხული
ნუცა ცერცვაძე
ზვიად გოჩიტაშვილი
კოტე გველესიანი
თეა ფუტკარაძე
ნინო კონიაშვილი
ნათია ნასრაშვილი
ნინო თორთლაძე
გოჩა ლაგვილავა
ირაკლი ქარჩავა
ინგა ინასარიძე
მარიამ გუჯეჯიანი
ლია ჩალათაშვილი
ზურაბ მაღრაძე
მარიკა გოჩიაშვილი
სოფო დევიძე
ნატალია ხვისტანი
ირაკლი ნოსელიძე
ნინო ტოგონიძე
თეა ნადირაძე
ქეთევან ხიზანიშვილი
იოანე მელიქიშვილი
ნოდარ ხორნაული
თეა კორჩილავა
თეონა რეხვიაშვილი
ვალერი ბასილაია
ქეთი ხვიჩია
პაატა გამცემლიძე
ნინა მამუკაძე
ირინა გამყრელიძე
ლილი მიგრიაული
ჯუნა თათარაშვილი
ედიშერ მირგატია
ნანა ჭანტურია
ლია ბაგრატიონი
ვასილ ბურდული
ირაკლი შარაშიძე
მარი იამანიძე
ნინო კაკაბაძე
გიორგი შაქარაშვილი
გიორგი ნანავა
თამთა მჩითავიშვილი
ბექა შენგელია
ნინო ბერიძე
თენგიზ ტერუნაშვილი
ბელა ნავროზაშვილი
ნელი დიღმელი
ქეთი ცერცვაძე
ლალი ბაქანიძე
ნინო ექვთიმიშვილი
მაია კეკელია
მარიამ ჭუმბურიძე
შალვა ჩუბინიძე 
ეკატერინე სოხაძე
ნიკოლოზ გეგეშიძე
ლაშა მამალაძე
თამრიკო ადუაშვილი
ხათუნა ჩხეიძე
ეკა კიკვაძე
ნიკოლოზ დადიანი
ქეთევან აბაშიძე
მარიკა ლაფაური
ხათუნა ზარანდია-ალგარ