1

2017 წლის  2 თებერვალს 11 სთ. პარლამენტის C ფლიგელში,  მე-4 სართულზე კომიტეტის სათათბირო ოთახში N439 ტარდება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა,  რომელზეც განიხილება მწვანე ალტერნატივას მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,დედაქალაქის ტერიტორიაზე  ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით“.

ასევე, საკანონდებლო წინადადება 2017 წლის 3 თებერვალს 12 საათზე  განიხილება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში.