nakra

საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემები და ევროკავშირის გამოცდილება

 ნენსკრა ჰესი და ნამახვანი ჰესი

ა.წ. 6 ივლისს (ხუთშაბათს), 11:00 სთ-ზე, თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრის ოფისში „მწვანე ალტერნატივა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი“ გამართავს შეხვედრას საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო-პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება მდ. რიონზე დაგეგმილ 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვან ჰესისა და ზემო სვანეთში მიმდინარე ნენსკრა ჰესის პროექტზე შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. 

შეხვედრაზე მწვანე ალტერნატივას მიერ წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია აღნიშნულ პროექტებთან მიმართებაში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის  პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენად არის დასაბუთებული  წარმოდგენილი პროექტების საჭიროება, მათი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, არის თუ არა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და რას უნდა ველოდოთ ნამახვანი ჰესის პროექტის გააქტიურების შემთხვევაში ნენსკრა ჰესის მაგალითზე.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ევროკავშირის გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თაობაზე და წარმოადგენს ინფორმაციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ა.შ.) არსებული მექანიზმების თაობაზე, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა ამ ბანკების პროექტში ჩართვის შემთხვევაში, მათ შორის, საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ენერგეტიკის, გარემოსდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ქ. ქუთაისში არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

დავით ჭიპაშვილი

მობ: 558 27-72- 83
ელ.ფოსტა:  dchipashvili@greenalt.org