fact_sheet

ნენსკრა ჰესის ფინანსურ რისკებზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ:

- მსოფლიო ბანკის 2018 წლის თებერვლის კვლევის თანახმად, 2021-2041 წლებში ნენსკრა ჰესი სახელმწიფოს ბიუჯეტს 1.8 მილიარდი ევრო დაუჯდება.

- 2017 წელს ნენსკრა ჰესის შესახებ „საერთაშორისო სავალუტო ფონდიც“ მიუთითებდა. საქართველოს ფისკალური გამჭირვალობის შეფასების ანგარიშის ფარგლებში, ფონდი წერდა რომ ნენსკრა ჰესის პროექტი  ქვეყნისათვის ფისკალურ რისკებს ქმნის.

ნენსკრა ჰესის გასაჯაროებული ხელშეკრულების მიხედვით:

- წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიიდან ნენსკრა ჰესი საქართველოს  ზამთრის დეფიციტის დასაფარად მხოლოდ 21%-ს გაიღებს.

- ნენსკრა ჰესი საქართველოს ენერგეტიკის ზამთრის დეფიციტს სრულად ვერ შეავსებს და მის ნახევარზე ნაკლებს — 43%-ს — დაფარავს. 

- სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, ნენსკრასგან 36 წლის განმავლობაში მუდმივად შეისყიდოს ელექტროენერგია მაღალ ფასად (საშუალოდ 10.6 აშშ ცენტად, ანუ 29.6 თეთრად).

- სახელმწიფო ნენსკრასგან დენს უფრო ძვირად შეისყიდის, ვიდრე მის გაყიდვას შეძლებს.

- ხელშეკრულებაში მოცემულ სცენარს თუ მიჰყვა, სახელმწიფო ნენსკრას პროექტით წელიწადში მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარს, ანუ 167 მილიონ ლარს იზარალებს.

- სახელმწიფო აზღვევს ნენსკრას ჰიდროლოგიურ რისკებს. მაგალითად, თუ არასაკმარისი  წყლის გამო ჰესმა ნაკლები დენი გამოიმუშავა, სახელმწიფო მას ამ დანაკლისს აუნაზღაურებს.

- სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნენსკრა ჰესის მენეჯმენტს გადახდილი ქონების გადასახადი აუნაზღაუროს.

- სვანეთში ნენსკრა ჰესისთვის საჭირო ტერიტორიების 700 ჰა, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის სათემო საკუთრებაა, უკვე ჰესისთვის გადაცემულია.

- ხელშეკრულებას ხელს აწერენ: საქართველოს მთავრობა, სს „საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდი“ და სს „ნენსკრა ჰიდრო“.