ads

ამა წლის 26 ივლისს (სამშაბათს), 14:00 სთ-დან –17:00 სთ-მდე, სასტუმრო „ბეტსის“ (თბილისი, მაყაშვილის 32-34) საკონფერენციო დარბაზში, მწვანე ალტერნატივა მართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას თემაზე:  საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ გაერთიანებები, ენერგო-პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები ზემო სვანეთიდან, აჭარიდან, ლეჩხუმიდან და ყაზბეგიდან და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების ხედვების წარმოჩენა და მეორე მხრივ, ამომრჩეველთა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა ენერგო-პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მისაღებად, მოწვეული არიან შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი“, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და რესპუბლიკური პარტია.