baneri riwer gathering

RIVER GATHERING GEORGIA 2017             

მდინარეები გვაერთიანებს საქართველო 2017

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“

28-31 მარტი, 2017 წ.

2017 წლის 28 მარტს 9:00 საათზე, ქ. თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“  გაიხსნება კონფერენცია „მდინარეები გვაერთიანებს 2017“.  ღონისძიება ტარდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network), მდინარეთა საერთაშორისო ქსელისა  (International Rivers Network) და მწვანე ალტერნატივას მხარდაჭერით.

მედიის დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის ღია იქნება კონფერენციის პირველი სესია 09.00 დან 11.00 საათამდე.

დღეს, როგორც არასდროს მდინარეები საფრთხეშია დაგეგმილი და/ან მიმდინარე ათასობით ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გამო. კონფერენციის მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს  არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას მდინარეების დაცვისთვის და დაუკავშირებენ პრობლემური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებს.

კონფერენციის მონაწილეები მთელი მსოფლიოდან – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის, ბალკანეთისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ქვეყნებიდან -  გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი აქტივისტებისა და დაზარალებული თემებისადმი, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, მათ შორის მაღალკაშხლიანი ნენსკრა ჰესი, ხუდონ ჰესი და ნამახვანი ჰესი. კონფერენციის მიზანია შევინარჩუნოთ ჯანმრთელი მდინარეები, რაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

საკონტაქტო პირი:

მანანა ქოჩლაძე
დათო ჭიპაშვილი
558277283